logo
ENG



40 საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს, "უცხო აგენტის" კანონი არ მიიღოს

17 თებ 202320:22
3 წუთის საკითხავი
 
40 საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს, "უცხო აგენტის" კანონი არ მიიღოს

40-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, პარლამენტს მოუწოდებენ, რომ არ მიიღონ "უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ კანონი. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას, რომელიც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს დემოკრატიისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ტიპის კანონს ხშირად ამართლებენ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვისა და აგრესიული უცხოური გავლენისგან დაცვის მიზეზით, თუმცა რეალურად ის არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ერთობლივ წერილშია მოყვანილია რუსეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის მაგალითები, სადაც მსგავსი ტიპის კანონები მოქმედებს.

"ადამიანის უფლებების ზოგიერთ სფეროში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მკვეთრად გაუარესდა. ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონცენტრირებისკენ სწრაფვამ გამოიწვია დემოკრატიის შემცირება", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, რომ არ მიიღონ აღნიშნული კანონი, რადგანაც ეს უფრო მეტად ჩაითრევს ქვეყანას რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაში და დააშორებს ქართველი ხალხს ევროპული მისწრაფებებისგან.

ხელმომწერები:

  1. Austausch -For a European Civil Society e. V. (Germany)
  2. Belarusian Helsinki Committee (Belarus)
  3. Bir Duino (Kyrgyzstan)
  4. Bulgarian Helsinki Committee (Bulgaria)
  5. Center for Civil Liberties (Ukraine)
  6. Center for Participation and Development (Georgia)
  7. Centre for the Development of Democracy and Human Rights (Russian Federation)
  8. Citizen Watch (Russian Federation)
  9. Crude Accountability (United States of America)
  10. Freedom Files (Poland)
  11. Helsinki association Armenia (Armenia)
  12. Helsinki Citizens’ Assembly Vanadzor (Armenia)
  13. Human Rights Center “Viasna” (Belarus)
  14. Human Rights Center of Azerbaijan (Azerbaijan)
  15. Human Rights Centre ZMINA (Ukraine)
  16. Human Rights Center (Georgia)
  17. International Rehabilitation Council for Torture Victims (Denmark)
  18. International Partnership for Human Rights (Belgium)
  19. Kazakhstan International Bureau for Human Rights and Rule of Law (Kazakhstan)
  20. Lawtrend (Belarus)
  21. Legal Policy Research Center (Kazakhstan)
  22. Libereco Partnership for Human Rights (Germany)
  23. Macedonian Helsinki Committee (North Macedonia)
  24. Norwegian Helsinki Committee (Norway)
  25. Polish Helsinki Foundation for Human Rights (Poland)
  26. Promo LEX Association (Moldova)
  27. Protection of Rights without Borders (Armenia)
  28. Public Alternative (Ukraine)
  29. Public Association “Dignity” (Kazakhstan)
  30. Public organization “Dawn” (Tajikistan)
  31. Public Verdict Foundation (Russian Federation)
  32. Sova Center for Information and Analysis (Russian Federation)
  33. Swedish OSCE-network (Sweden)
  34. Swiss Helsinki Committee (Switzerland)
  35. The Barys Zvozskau Belarusian Human Rights House (Belarus)
  36. The Hungarian Helsinki Committee (Hungary)
  37. The Netherlands Helsinki Committee (The Netherlands)
  38. Truth Hounds (Ukraine)
  39. Turkmenistan Helsinki Foundation for Human Rights (Turkmenistan)
  40. World Organisation against Torture (Switzerland)

ართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს "პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები".

მისი თქმით, სუბიექტების "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მათ, ვინც თავს აარიდებს რეგისტრაციას, "შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები" დაეკისრებათ. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. სახდეპის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ამ კანონპროექტმა საქართველოში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიაზე გავლენა იქონიოს.

მსგავსი შინაარსის კანონი მომქმედებს რუსეთში, სადაც მას კრიტიკული ხმის ჩასახშობად იყენებენ. ყოველკვირულად "უცხო აგენტების" რეესტრში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები შეჰყავთ. 


close დახურვა